„გამიკვირდება უკრაინის მთავრობაში იმ პოლიტიკოსების დანიშვნა, რომლებმაც საქართველოში ჩააგდეს რეფორმები“

გამიკვირდება იმ პოლიტიკოსების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში, რომლებმაც საქართველოში ჩააგდეს რეფორმები – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
ზაქარეიშვილის თქმით, სავარაუდოდ, უკრაინის ხელისუფლება სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს პოლიტიკურ თანამდებობებს არ შესთავაზებს.
„ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს შესთავაზოს პოლიტიკური თანამდებობები. ხოლო ვისზეც არ არის სისხლის სამართალი აღძრული, იქ, ბუნებრივია, უკრაინას გააჩნია გარკვეული ხედვები. გამიკვირდება იმ პოლიტიკოსების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში, რომლებმაც საქართველოში  პრაქტიკულად რეფორმები ჩააგდეს“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები