„წარმოუდგენელი იქნება იმ ადამიანების ხილვა უკრაინის ხელისუფლებაში, რომლებიც საქართველოში იძებნებიან“
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე უკრაინაში ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანების ხილვა, რომლებიც საქართველოში ძალადობრივი რეჟიმის ავტორები იყვნენ, მტკივნეული იქნება.
„დაველოდოთ, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა თავად ფაქტი, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, რადგან საუბარია ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ სცენარისტები და ძირითადი ავტორები იმ ძალადობრივი რეჟიმისა, რომელიც მათ შექმნეს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მტკივნეული იქნება, რადგან უკრაინა მიგვაჩნია მეგობარ ქვეყნად და ვფიქრობ, ცოტა უხერხული და წარმოუდგენელია იმ ადამიანების ხილვა უკრაინის ხელისუფლებაში, რომლებიც დღეს იძებნებიან საქართველოში”, -განაცხადა კალაძემ.