„უკრაინის მთავრობის გადასაწყვეტია, თუ ვის დანიშნავს მთავრობაში“

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უკრაინაში საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინის მთავრობის გადასაწყვეტია, თუ ვის დანიშნავს მთავრობაში.
„უკრიანის მთავრობის გადასაწყვეტია, თუ ვის დანიშნავს მთავრობაში და აქ არანაირი კითხვა არ შეიძლება იყოს. საქმე ისაა, რომ თუ გადაწყვეტენ, დანიშნონ ის ადამიანი, რომელზეც საქართველში სისხლის სამართლის საქმეა დაწყებული, ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ხელს არ შეუწყობს“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები