მარნეულში თევზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდ. ხრამზე, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით 14 კილოგრამამდე ხრამულის ჯიშის თევზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს – ამის შესახებ „კვირას“ სარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე თქმით, აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.
გარემოსთვის მიყენებული ზიანი დგინდება. სამართალდამრღვევებს ჩამორთერთვათ უკანონო თევზჭერის იარაღები, ელექტროშოკური აპარატი და წყლის სატრანსპორტო საშუალება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება რაიონულ სასამართლოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები