ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში გაემგზავრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის თარიღი არ არის ცნობილი – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
სპიკერი ვარაუდობს, რომ ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება. მისივე თქმით, ვიზიტის თარიღი დამოკიდებულია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარდგენაზეც.
“თარიღი არ არის ცნობილი, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა. ეს იქნება უმაღლესი დონის ვიზიტი და შესაბამისად, ყველა საკითხზე სასაუბროდ უნდა ვიყოთ მზად. ასევე ჩვენ ველოდებით უკრაინაში მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებასაც და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია, დავსახოთ ვიზიტი”, – განაცხადა კერესელიძემ.