შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის მთავარი სამმართველოს განახლებული შენობა დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოს ეწვია. მინისტრმა განახლებული შენობა დაათვალიერა და სამმართველოს თანამშრომლებს გაესაუბრა. თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში სამ სართულზე განთავსებული სხვადასხვა დანაყოფის სამუშაო ოთახები გარემონტდა, ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა.
მინისტრმა, ასევე, სამმართველოს ეზოში მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა განახლებული მემორიალი დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები