უკრაინის კონსტიტუციის რედაქტირება 2014 წლის სექტემბერში მოხდება

  ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების თანახმად, უკრაინის კონსტიტუციის რედაქტირება მიმდინარე წლის სექტემბერში მოხდება,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, შეთანხმება კონსტიტუციის რეფორმას ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გაძლიერების მიზნით, უფლებამოსილება შეეზღუდება. მხარეებს შორის შეთანხმება გუშინ გვიან ღამით იქნა მიღწეული. მოლაპარაკებებში პრეზიდენტი იანუკოვიჩი, ოპოზიციის ლიდერები, ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატები და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეთანხმებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს კიევის დროით 12 საათზე მოეწერა ხელი. „როიტერის“ ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეთანხმებაში ცვლილებების და დამატებითი პუნქტების შეტანა სურთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები