"ნაცორგანიზაციის ანგაჟირებულო მომხრეებო, დატოვეთ ჩემი ფრენდლისტი“
ექსპერტი დავით ოსეფაშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ “ანგაჟირებულ“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, მისი ფეისბუქის “ფრენდლისტი” დატოვონ. ოსეფაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” “ანგაჟირებულ“ მომხრეებს დიდი ხანია თავადაც შლის მეგობრებიდან.
მისი თქმით, ამ პრინციპით “ფრენდლისტიდან” 1500 კაცი გაცხრილა.
“ნაციონალური მოძრაობის” ანგაჟირებულ მომხრეებს დიდი ხანია ვშლი ჩემი “ფრენდლისტიდან”, იმათ, ვინც სექტანტს დაემსგავსა და დაახლოებით 1500 კაცი გავცხრილე, ზოგი თვითონ წავიდა, ზოგიც მე ამოვშალე. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ “ნაცორგანიზაციის” ანგაჟირებულ და ეგზალტირებულ მომხრეებს, გთხოვთ დამეხმარეთ და თვითონ დატოვეთ ჩემი “ფრენდლისტი”, რაზეც დიდი მადლობელი დაგრჩებით. თუმცა, აქ საუბარი არაა “ნაცმოძრაობის” ყველა მომხრეზე. ზუსტად იგივე ეხება “მეოცნებე მრევლსაც”,- აღნიშნავს ოსეფაშვილი.