გარემოს დაცვის სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის საკითხზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა მოაწერეს. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, მემორანდუმი მიზნად ისახავს, საქართველოში ტყის რესურსების მართვის გაუმჯობესებას, გარემოსა დაცვის სამინისტროს, სატყეო პოლიტიკის სამსახურისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას და სატყეო სექტორში რეფორმის განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები