საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ქართული თარგმანი ხელმისაწვდომია

  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ქართული თარგმანი დღეიდან ხელმისაწვდომია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე (www.mfa.gov.ge). “ასოცირების შესახებ შეთანხმების” ქართულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა გამართეს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, შეთანხმების ტექსტზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის და ის კვლავ გადის სამართლებრივი და ლინგვისტური შემოწმების პროცედურას.
მინისტრის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მიღწევა სწორედ “ასოცირების შესახებ შეთანხმების” პარაფირება იყო.
“საქართველო და ევროკავშირის ერთობლივ მიზანს წარმოადგენს შეთანხმების ხელმოწერა რაც შეიძლება მოკლე დროში, 2014 წლის სექტემბრამდე. ამჟამად ვიმყოფებით მეტად საპასუხისმგებლო ეტაპზე- შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მის ძალაში სრულად შესვლამდე, რადგან მოხდება მისი დროებითი ამოქმედება. შესაბამისად, საქართველო კარგად უნდა მოემზადოს შეთანხმების ხელმოწერისთვის, რათა უზრუნველყოს მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია. ამასთან, პროცესის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ახლა ვსაჭიროებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას და სოლიდარობის კონსოლიდაციას. ქართულ ენაზე თარგმნა შეთანხმების ხელმოსაწერად მზადების ერთ-ერთი კომპონენტი იყო”,- განაცხადა ფანჯიკიძემ.

eu-nato.gov.ge/sites/default/files/ასოცირების%20შესახებ%20შეთანხმების%20გზამკვლევი.pdf

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები