ირაკლი ალასანია: პოლიტიკური ცხოვრება კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუებებით ყოფილა სავსე (ვიდეო)
პოლიტიკური ცხოვრება კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუებებით ყოფილა სავსე, – ასე გამოეხმაურა ირაკლი ალასანია Forbes Georgia-სთან ინტერვიუში თეა წულუკიანის “თავისუფალი დემოკრატებიდან” წასვლას. ირაკლი ალასანიამ ინტერვიუში იმედგაცრუება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მისამართით გამოხატა და აღნიშნა:
„იმედგაცრუებები ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის ყველაზე კარგი შესაძლებლობაა. ცხოვრებაა ასეთი. მით უმეტეს, პოლიტიკური ცხოვრება კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუებებით ყოფილა სავსე, მაგრამ ის, რაც ერთად გამოვიარეთ მე და თეამ 5 წლის განმავლობაში, ამას ეს კითხვის ნიშნის ქვეშ ნამდვილად ვერ დააყენებს. ეს მისი არჩევანია”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=KlXKoh-6V20″ width=”560″ height=”315″]