„ოფიციალური ინფორმაცია უკრაინაში დაღუპული ქართველის ახლობლების ინფორმაციას არ ემთხვევა“

  უკრაინაში საქართველოს კონსულის მიერ ოფიციალურად მიღებული ინფორმაცია დაღუპული დავით ყიფიანის შესახებ არ ემთხვევა დაღუპულის ახლობლების ინფორმაციას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
„წუხელ გავიგეთ იმის თაობაზე, რომ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დავით ყიფიანი დაიღუპა კიევში. ჩვენი კონსული გუშინვე იყო ყველგან, რათა მოეპოვებინა მეტი ინფორმაცია მის შესახებ. სამწუხაროდ ის ინფორმაცია, რომელიც მან ოფიციალურად მიიღო არ ემთხვევა იმ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდიან დაღუპულის ახლობლები. ჩვენს კონსულს წუხელ არ მიეცა საშუალება მორგში გადაცვლილის ცხედარი ენახა. ეს, სავარაუდოდ, მოხდება დღეს და მე იმედი მაქვს, რომ სამწუხაროდ ვერაფერს ვეღარ ვუშველით დაღუპულს, მაგრამ შევძლებთ გარდაცვალების დეტალების გაგებას”, – განცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს უკრაინის დედაქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები