ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ლატვიის რესპუბლიკისგან
“ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ლატვიის რესპუბლიკისგან და პირდად მისი ხელმძღვანელობისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ლატვიის ბიზნეფორუმის გახსნაზე განაცხადა, რომელსაც ლატვიის პრეზიდენტი ესწრება. “ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ლატვიის რესპუბლიკისგან და პირდად მისი ხელმძღვანელობისგან. მე მჯერა, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს”, -განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი ფორუმი როგორც ლატვიელი, ასევე ქართველი ბიზნესმენების ნაყოფიერი იქნება. “ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავუახლოვდეთ ევროატლანტიკურ სივრცეს არის ურყვი. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ამ პროცესში ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ლატვიის მხრიდან”, -განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველოს და ლატვიას აერთიანებს საერთო კულტურა, ისტორია და ღირებულებები.