„საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებმა პირდაპირი მოლაპარაკების პროცესი უნდა დაიწყონ“
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად იქნას განხილული რუსეთ – აფხაზეთის ხელშეკრულების საკითხი, პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ახვლედიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მსგავსი ქმედებები დაგვიანებულია,რადგან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. მისი თქმით, ეს არ არის ფორმატი, რომელსაც რაიმეს შეცვლა შეუცვლია.
ახვლედიანის განცხადებით, საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს.
„არათუ საუბრები ამ თემაზე, არამედ ქმედებებიც კი უკვე დაგვიანებულია. უნდა გადაიდგას ნაბიჯები და რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. ჩვენ ამ რეჟიმში მარტონი ვართ. პრეზიდენტის შემოთავაზება დღეს უკვე დაგვიანებიულია. ეს არ არის ის ფორმატი, რომელიც რომელიმე პრობლემას მოაგვარებს. სანამ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება არ გადაწყვეტს, რომ რუსეთს უნდა ესაუბროს ჩვენი ქვეყნის ურთულეს პრობლემაზე, შევხედავთ, როგორ მოაწერენ ხელს სხვადასხვა ხელშეკრულებას. შევშფოთდებით, აღვშფოთდებით ჩვენს მეგობრებთან ერთად, მჯიღს ვირტყამთ გულში, სოხუმი და ცხივალი კი გადაწყვეტილებებს ისე მიიღებს, რომ ჩვენ ამ პროცესში არ ვიქნებით“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.