ეკა ბესელია ლევან ბერძენიშვილის განცხადებას არაკორექტულს უწოდებს
უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ლევან ბერძენიშვილის განცხადებას ეხმაურება და არაკორექტულად მიიჩნევს. ბესელია აცხადებს, რომ შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას მიერ მომზადებული კანონპროექტები პარლამენტში ბევრი ინახება და მის მიმართ გაკეთებული განცხადებები არაკორექტულია.
„შსს ჩართული იყო იმ სამუშაო ჯგუფში, რომელსაც ხმალაძე ხელმძღვანელობდა, თუმცა მაშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არავის გახსნებია. ლევან იზორია, მთავრობის წარმომადგენელია, მისი მომზადებული კანონპროექტები პარლამენტში ძალიან ბევრი გვინახავს და მის მიმართ გაკეთებული განცხადებები არაკორექტულია. ვწუხვარ, რომ მჭირდება იმის შეხსენება, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილი არის უსაფრთხოების ნაწილი“, – განცხადა ეკა ბესელიამ.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ლევან ბერძენიშვილი ეჭვობს, რომ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტში შეტანილი ტექსტი ავტორების მიერ არ არის მომზადებული. „ჩვენ არ ვიცით ვინ დაწერა ეს კანონი . ბესელიას დაწერილს შეიძლება არ ჰგავდეს იმიტომ, რომ ტექსტი ძალიან ჰგავს ბატონი ლევან იზორიას ტექსტს“,- ამბობს ბერძენიშვილი.