„2007 წელს მე უკანონო მოსმენების მსხვერპლი გავხდი“

საარჩევნო სისტემებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრმა კონსტანტინე გამსახურდიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მოსმენების კანონპროექტის შესახებ ისაუბრა. გამსახურდიამ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდიც გაიხსენა, მისი შეფასებით, 2007 წელს ის თავად გახდა უკანონო მოსმენების მსხვერპლი.
გამსახურდიას თქმით, თუ ქვეყანას სურს დემოკრატიის გზით იაროს,მაშინ ფარული მოსმენების გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში არ უნდა იყოს. მისთვის პარლამენტში წარდგენილი არც მეორე ვარიანტი აღმოჩნდა მისაღები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსტანტინე გამსახურდიამ საზოგადოებას თავისი ინიციატივაც გააცნო.
„2007 წელს ტელევიზიებში ტრიალებდა ჩანაწერები, რომლებიც თითქოსდა, ჩემს რუსულ უწყებებთან, დიპლომატიურ და სპეცსამსახურების ინსტანციებთან კავშირს ამტკიცებდა. ეს იყო თითიდან გამოწოვილი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდება. მათ არანაირი უფლება არ ჰქონდათ, ჩემთვის მოესმინათ. მოსმენების ერთი გასაღები მოსამართლესთან უნდა იყოს, მეორე მხრივ კი, შესაძლებელია სახალხო დამცველთან შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ასევე ექნება გასაღები და დაბალანსების მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაამოწმებს. თუ ჩვენ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, მაშინ არცერთ შემთხვევაში ძალოვან უწყებას ამის უფლება არ უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები