გაერო: აშშ-ს ავიადარტყმების შედეგად სირიაში 865 ადამიანი, მათ შორის 50 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
აშშ-ს და მათი მეკავშირეების მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმების შედეგად სირიაში საერთო ჯამში 865 ადამიანი, მათ შორის 50 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის უშიშროების საბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, ავიადარტყმების შედეგად დაღუპულები ალეპოდან, დეირ-ეზ-ზორედან, ელ-ჰასიკედან, იდლიბედან და რაკედან იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციის დაბომბების გამო „ბოევიკები“ საცხოვრებელ კვარტლებში არიან განლაგებულები, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. გაეროს ანგარიშის მონაცემებით, სირიული არმიის ავიადარტყმების შედეგად კიდევ 239 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. გაეროს ადამიანის უფლებათა სამმართველოს ინფორმაციით, 18 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე სახელმწიფო საჰაერო ძალებმა დამასკთან 42 ბომბი ჩამოაგდო. შედეგად, სკოლა დაზიანდა, 17 მოსწავლე დაიღუპა, ათობით ბავშვი კი დაიჭრა. ბრძოლების მსვლელობისას ოქტომბერში 2 კვირის მანძილზე, სირიაში წითელი ჯვრის ინფორმაციით, დევნილი 50 000 ადამიანი გახდა. საერთო ჯამში კი, გაეროს მონაცემებით, სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან 4 წლის განმავლობაში 200 000 ადამიანი დაიღუპა.