რუსეთმა ბელორუსიიდან ხორცის იმპორტი აკრძალა

რუსეთმა 26 ნოემბრიდან ბელორუსიიდან შემოტანილი კიდევ 8 კომპანიის ხორცის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. ცნობილია, რომ მანამდე ეს აკრძალვა კიდევ 11 კომპანიას ეხებოდა.
შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით რუსეთი ბელორუსიდან შემოტანილი ხორცის თითქმის მთელ მოცულობაზე აცხადებს უარს. საუბარია დაახლოებით 300 მილიონი დოლარის საფასურის 400 000 ტონა ხორცზე. „როსსელხოზნადზორის“ განცხადებით, ბელორუსიიდან ხორცის იმპორტის აკრძალვა პროდუქციაში ჯანმრთელობისთვის საშიში მიკროორგანიზმების შემცველობამ განაპირობა.
ბელორუსიის ლაბორიტორიაში კი ხორცკომბინატების პროდუქციაში, რომელიც რუსეთში აკრძალეს, არანაირი საშიში მიკროორგანიზმები არ აღმოუჩენიათ. ამის შესახებ ბელორუსიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგარეო ეკონომიკური საქმიანიბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ალექსეი ბოგდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, თუ რუსეთი ხორცის იმპორტზე საერთოდ იტყვის უარს, მინსკი სხვა ბაზრებს იპოვის. „ჩვენ პროდუქციას 56 ქვეყანას ვაწვდით. სად გავაგზავნოთ, ვიპოვით“, – აღნიშნა ბოგდანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები