ფილიპინელმა ქალბატონმა ტაიფუნის შემდეგ დაკარგული ძაღლი ერთი წლის შემდეგ იპოვა

ფილიპინის ქალაქ ტაკლობანის მცხოვრებმა ქალბატონმა ძაღლის პოვნა მისი დაკარგვიდან ერთი წლის შემდეგ შეძლო. ძაღლი 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში ძლიერი ტაიფუნის „ხაიანის“ დრპს დაიკარგა. დაკარგული ცხოველი „ბანი“ ქალაქის ცენტრში ერთ–ერთ სანაგვე ურნასთან იპოვეს, სადაც ის საკვებს ეძებდა.
„ჩვენ დავინახეთ ჭუჭყიანი, უსახლკარო ძაღლი, რომელიც ჩვენ „ბანის“ ჰგავდა. მე მას სახელი დავუძახე და ის გამომეპასუხა“, – განაცხადა ცხოველის პატრონმა ეილინ მეტრანმა.
მეტრანების ოჯახმა საკუთარი სახლი 2013 წლის ნოემბერში, ტაიფუნის დროს მიატოვა. შენობაში სამი ძაღლი დარჩა. ორი დღის შემდეგ ქალბატონი ცხოველების გამო უკან დაბრუნდა, მაგრამ გაირკვა, რომ სამიდან ორი ცხოველი დამხრჩვალიყო. ამის შემდეგ მეტრანებმა ნათესავებს სთხოვეს გადარჩენილის ძაღლისთვის მიეხედათ, ხოლო თავად ქალაქიდან წავიდნენ. კიდევ ერთი შტორმის შემდეგ ძაღლი დაიკარგა.
ტაიფუნი „ხაიანი“ ფილიპინის ცენტრალურ ნაწილში არსებულ კუნძულს თავს 2013 წლის 8 ნოემბერს დაატყდა. „ხაიანი“ ბოლო პერიოდის ერთ–ერთ ყველაზე მძლავრ ტაიფუნი იყო, რომლის მოქმედების დროსაც ქარის სისწრაფე საათში 314 კილომეტრს აღწევდა. სტიქიური უბედურების შედეგად 7350 ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები