“სადუნში” ნაცემი აუტისტი ბავშვის მშობელი პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსს ითხოვს

საბავშვო ბაღ “სადუნში” ნაცემი აუტისტი ბავშვის მშობელმა პროკურატურას მიმართა, ის დაზარალებულის სტატუსს ითხოვს. 4 წლის გ. ნ.-ს დედა თამარ იარაჯული შიმშილობის აქციით იმუქრება. როგორც პროკურატურასთან ჟურნალისტებს თამარ იარაჯულმა განუცხადა, ცოტა ხნის წინ მან დაზარალებულის სტატუსის თაობაზე პროკურატურას წერილით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
მისი თქმით, მას პროკურატურიდან აცნობეს, რომ მას დაზარალებულის სტატუსი ვერ ექნება. 4 წლის ბავშვის მშობელის განცხადებით, იგი მისი შვილისადმი უყურადღებობაში საბავშვო ბაღ “სადუნის” პედაგოგ მარინე ცინცაძეს ადანაშაულებს. რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსის თხოვნას, მისი თქმით, სწორედ სტატუსის მინიჭების შემდეგ ექნება ადვოკატებს მასალების გაცნობის საშუალება და მისი მოთხოვნა აქედან გამომდინარეობს.
ამასთან, თამარ იარაჯული აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს და რომელიმე მინისტრმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე აღნიშნულ გამოძიებაზე მონიტორინგი. ჟურნალისტებთან განცხადების გაკეთების შემდეგ თამარ იარაჯული თანმხლებ პირებთან ერთად პროკურატურაში შეუშვეს. როგორც მას დაცვის თანამშრომლებმა აცნობეს, მას მორიგე პროკურორი მიიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები