პამელა ანდერსონი ძაღლის სიკვდილის გამო პოლიტიკაში მიდის
ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა პამელა ანდერსონმა პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას RadarOnline-ი ავრცელებს. ამის შესახებ გამოცემას პამელას ახლო მეგობარმა აცნობა, რომლის სახელიც არ ხმაურდება. პამელას მეგობრის თქმით, ანდერსონმა გადაწყვიტა თავისი მოღვაწეობა ამიერიდან საქველმოქმედო საქმიანობას და პოლიტიკას მიუძღვნას.
ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ცნობილმა სექს–სიმბოლომ ეს გადაწყვეტილება არც მეტი არც ნაკლები საყვარელი ძაღლის ჯოს გარდაცვალების შემდეგ მიიღო.
„ის უკვე მრავალი წელია ცხოველთა უფლებების დაცვითაა დაკავებული, მაგრამ ჯოს სიკვდილის შემდეგ მან გადაწყვიტა, თავისი დარჩენილი ცხოვრება საქველმოქმედო საქმიანობას და პოლიტიკურ მოღვაწეობას მიუძღვნას“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.
ანდერსონი ამჟამად ქმართან რიკ სალომონთან ერთად ცხოვრობს, რომელთანაც რამდენიმე თვის წინ მომხდარი უთანხოების შემდეგ დაშორებული იყო. რიკთან ურთიერთობის აღდგენამ პამელას შინაური ცხოველის გარდაცვალება გადაატანინა და ახლა ის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩასართველად სრულ მზადყოფნაშია.