გერმანელ მედძმას ბრალად 12 პაციენტის მკვლელობა ედება

გერმანიის ქალაქ ოლდენბურგის კლინიკის მედძმა ნილს ჰ. – 12 პაციენტის მკვლელობაშია ბრალდებული. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Frankfurter Rundschau ავრცელებს. სასამართლო პროცესის დაწყებამდე 37 წლის მედძმა, რომელიც კლინიკაში გულის ქირურგიის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობდა, დაკავებულია.
გამოძიების ინფორმაციით, ეს სამედიცინო მუშაკი ავადმყოფებს გულში ძლიერმოქმედი მედიკამენტების ინექციას უკეთებდა, რათა შემდგომ მათ რეანიმაციაზე ევარჯიშა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნილს ჰ.–ს მორიგეობისას ოლდენბურგის კლინიკაში სიკვდილის 56 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ყველა შემთხვევის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს.
კიდევ უფრო საშინელი ფაქტები გახმაურდა პროკურატურისა და პოლიციის ერთობლივი მუშაობის შედეგად. მათ ქალაქ დელმეჰორსტის ჰოსპიტალის მონაცემები შეისწავლეს. როგორც გაირკვა, ეჭვმიტანილი 2003 – 2005 წლებში სწორედ ამ ჰოსპიტალში მუშაობდა და ამ დროის მანძილზე იქ 174 პაციენტი დაიღუპა.
ეს გერმანიაში სამედიცინო მუშაკების მხრიდან მასობრივი მკვლელობის განხორციელების პირველი შემთხვევა არ არის. ახლო წარსულში გერმანიაში, ბავარიის კლინიკის სანიტარი სტეფან ლეტარი გაასამართლეს. სასამართლომ 27 წლის „სიკვდილის ანგელოზად“ წოდებული ლეტარი 28 გამიზნულ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები