მაკარევიჩი 2015 წელს უკრაინაში კონცერტებს გამართავს

როკ-ჯგუფ „მაშინა ვრემენის“ ლიდერმა ანდრეი მაკარევიჩმა განაცხადა, რომ უკრაინაში კვლავ გამართავს კონცერტებს.
„გამგზავრებას გაზაფხულზე ვგეგმავ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დროისთვის ეს სიგიჟე დასრულდება“, – აღნიშნა მაკარევიჩმა რადიოსადგურ „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.
გარდა ამისა, მაკარევიჩმა განაცხადა, რომ არ აპირებს იქ ჩასვლას იმისთვის, რომ „სამხედროები, უკრაინული მთავრობა გაართოს“.
შეგახსენებთ, რომ ამ წლის ზაფხულში ანდრეი მაკარევიჩმა კონცერტი ქალაქ სვიატოგორსკში, უკრაინის აღმოსავლეთით გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები