იყიდება კალენდრები, უკრაინელი „კიბორგების“ გამოსახულებით

უკრაინაში დონეცკის აეროპორტის დამცველების ფოტოსურათებიანი კედლის კალენდრები იყიდება. ამ ბიჭებს ვაჟკაცობის გამო „კიბორგები“ დაარქვეს. ფოტოსურათები ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაშია გადაღებული, – ნათქვამია მოხალისეთა ორგანიზაციის „ცოცხალი დაბრუნდი“ გვერდზე ფეისბუქში.
ფოტოების უმეტესობა სოფელ პესკიშია გადაღებული, დაჭრილი მებრძოლი „მედვედი“ კი კიევში გადაიღეს.
კალენდრის ფასი 500 გრივნაა. გაყიდვიდან შემოსული თანხა, მოხალისეების თქმით, ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეების მხარდაჭერას მოხმარდება.
კელნედრების ტირაჟი 1000 ცალია.
გავრცელებული ინფორმაციით, „კიბორგები“ უკრაინის ერთ-ერთმა საუკეთესო ფოტოგრაფმა რომან ნიკოლაევმა გადაიღო.

10811443_874196829287223_2091603622_n

10822462_874196819287224_1778939447_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები