ბარაკ ობამა: საჯაროდ ვაცხადებ, რომ მერილ სტრიპი მიყვარს
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰოლივუდის ვარსკვლავს, მსახიობ მერილ სტრიპს უმაღლესი ჯილდო – თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა. ობამამ თავად ჩამოჰკიდა მერილ სტრიპს მედალი. პრეზიდენტმა აღნიშნა: მისი ნიჭი იმდენად დიდია, რომ თანასწორი არ ჰყავს. ბარაკ ობამა მერილ სტრიპს საჯაროდ სიყვარულში გამოუტყდა: „საჯაროდ ვაცხადებ, რომ მერილ სტრიპი მიყვარს. ამის შესახებ მისმა ქმარმაც და მიშელმაც იციან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ცერემონიის დასაწყისში ობამამ განაცხადა, რომ ეს ჯილდო გადაეცემა იმათ, ვინც ამერიკას „აძლიერებს, აადამიანურებს, ალამაზებს და უფრო ბრძენს ხდის“.
მერილ სტრიპის გარდა მედლები მომღერალსა და კომპოზიტორს სტივი უანდერს, მწერალ ისაბელ ალიენდეს და 15 ლაურეატს გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო თავისუფლების მედალი პრეზიდენტ ჰარი თრუმენის გადაწყვეტილებით 1945 წელს საბრძოლო მოქმედებებში გამორჩეული პირების დაჯილდოების მიზნით დაწესდა, თუმცა 1963 წელს მისი სტატუსი შეიცვალა. ჯონ კენედის გადაწყვეტილებით, მედალი მშვიდობიან დროს უნდა გადაცემულიყო პირებს, რომლებიც აშშ-ს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეროვნული ინტერესების დაცვის, მშვიდობის, კულტურულ ან სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივა ან კერძო საკითხებში წვლილს შეიტანდა.