კახა კალაძე: ყველა ფორმატს გამოვიყენებთ, რომ მსოფლიოს ინფორმაცია მივაწოდოთ

რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ეხმაურება.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ  არსებული სიტუაცია საერთაშორისო თანამეგობრობას გააცნოს.
“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას გავაცნოთ არსებული სიტუაცია. ახლა მათი მხრიდან მეტი ძალისხმევაა საჭირო. ჩვენ, მთავრობა, ხელისუფლება ყველა ფორმატს გამოვიყენებთ, რაც შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ევროპას, მსოფლიოს. ეს იქნება აბაშიძე-კარასინის ფორმატი თუ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატები, ჟენევის ფორმატი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული”,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები