„თითოეული მოქალაქის აქტიურობა მნიშვნელოვანია ქალთა ჩაგვრის დასაძლევად“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორის კამპანიას უერთდება. როგორც პრემიერის მეუღლე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, გენდერული ნიშნით ძალადობა სერიოზული პრობლემაა მთელ მსოფლიოში, რაც ძალიან აზიანებს არა მხოლოდ ქალებს, არამედ მთელ საზოგადოებას.
“მინდა შევუერთდე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო კამპანიას. გენდერული ნიშნით ძალადობა სერიოზული პრობლემაა მთელ მსოფლიოში, რაც ძალიან აზიანებს არა მხოლოდ ქალებს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ 25 ნოემბერი მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამ პრობლემის წინააღმდეგ ყველანი გავვერთიანდეთ. თითოეული მოქალაქის აქტიურობა მნიშვნელოვანია ქალთა ჩაგვრის დასაძლევად, რათა ჩვენ და ჩვენმა შვილებმა მშვიდ გარემოში და თავისუფალ საზოგადოებაში ვიცხოვროთ“, -აღნიშნავს ნუნუკა თამაზაშვილი.
ცნობისთვის, 25 ნოემბერი – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები