თინა ხიდაშელს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს
ჩვენ კი ვიცით, სადაც დაიწერა ეს კანონპროექტი, მაგრამ თქვენ ხომ იბრალებთ, რომ ავტორები ხართ, – ასე მიმართა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა იურიდიულ კოლეგა გედევან ფოფხაძეს, რომელიც მოსმენებთან დაკშვიშრებული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაში ერთი ე.წ. გასაღების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში გადასვლაზე არაფერია ნათქვამი.
“ჩვენ კი ვიცით, სადაც დაიწერა ეს კანონპროექტი, მაგრამ თქვენ ხომ იბრალებთ, რომ ავტორები ხართ. მაშინ გაგვეცით პასუხი: სად წერია, რომ ერთ-ერთი საკონტროლო გასაღები იქნება ინსპექტორის ხელში? სად წერია, რომ 2 საფეხურიანი სისტემა იქნება? კანონპროექტის მთელი იდეა სწორედ ეს არის, თუმცა არსად, არც ერთი სიტყვა ამის შესახებ კანონპროექტში ნათქვამი არ არის. მიგვითითეთ კონკრეტული მუხლები, ან მაშინ უნდა თქვათ, რომ შსს-მ დაგიწერათ, გნებავთ კონტრდაზვერვის სამსახურმა, მოგიტანათ და თქვენ ხელი მოაწერეთ. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მარტივ კითხვებზე გაგვეცით პასუხი”, – მიმართა თინა ხიდაშელმა გედევან ფოფხაძეს.