თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების“ გამო. აღინიშნა, რომ დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უარყოფითად აისახება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მდგომარეობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიაწოდა ელჩებს ინფორმაცია აღნიშნული ქმედების საპასუხოდ საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის აუცილებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები