თბილისში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

თბილისში პარლამენტის შენობის წინ „ქალთა მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციას მოქალაქეები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. ორგანიზატორებმა ხელისუფლების სახელზე მიმართვა გაავრცელეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.  პეტიციის ადრესატები არიან პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
„ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური შეკრება ძალადობის მსხვერპლი ქალებისადმი სოლიდარობის გამოსახატად. ჩვენ ვითხოვთ, პირველ რიგში, ხელისუფლებისგან, რომ პრევენციული ზომები გაატარონ,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები