26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილი დაიკითხება

   თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე დღეს ვანო მერაბიშვილი დაიკითხება. პროცესზე დღესვე მოხდება საქმეში არსებული მტკიცებულების – ამერიკული კომპანია “დენსუსის” დასკვნის გამოკვლევა. მერაბიშვილის სასამართლო პროცესი დღეს 11:00 საათზე განახლდება. სასამართლო განხილვები დასკვნით ეტაპს უახლოვდება. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები 26 თებერვალს უნდა თქვან, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. როგორც მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, “დენსუსი” არის კომპანია, რომელმაც მოამზადა დასკვნა და გააანალიზა მიტინგის დაშლის მიმდინარეობა. კახიძის ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია დღესაც თანამშრომლობს შს სამინისტროსთან, წვრთნის და ამზადებს სპეცრაზმელებს მიტინგის დაშლის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები