გემის ეკიპაჟის წევრები დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემის კაპიტანი – აზერბაიჯანის მოქალაქე ბაგაბარ ნ. და ეკიპაჟის წევრები: ინდოეთის – 3, აზერბაიჯანის – 4, უკრაინის – 2 და თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 322 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).