დედაქალაქის გამწვანების აქციას „არქი ჯგუფი“ შეუერთდა
დედაქალაქის გამწვანების აქციას დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფი“ შეუერთდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კედრის, კვიპაროსის, სოჭისა და ლუგუსტრუმის 300-მდე ნერგი „არქი ჯგუფის“ თანამშრომლებმა თამარაშვილის ქუჩაზე, ახალი მშენებლობის ტერიტორიაზე, თბილისის მერის მოადგილესთან, ალუდა გოგლიჩიძესთან და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსთან ბიძინა გიორგობიანთან ერთად დარგეს.
თბილისის მერის მოადგილის ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ დედაქალაქის გამწვანების აქციას კერძო კომპანიები უერთდებიან.
ალუდა გოგლჩიძე აქციაში ჩართვისკენ სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს.
„არქი ჯგუფის“ დამფუძნებლის ილია წულაიას თქმით, „არქი ჯგუფის“ მთავარი პრიორიტეტები, მოსახლეობის ხარისხიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფასთან ერთად, გარემოზე, ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე ზრუნვაა. მისივე თქმით, ამ მხრივ, კომპანია ახალ პრეცედენტს ქმნის – ყოველი აშენებული 10 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ ქალაქში 1 ხე ირგვება.