ვანის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა
ვანში სოფელ ბზვანის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა – ამის შესახებ „კვირას“ ვანის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ, თერაპია, კარდიოლოგია , ენდოკრინოლოგია, პედიატრია, ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები- ამ მიმართულებით ადგილობრივ მოსახლეობას ქ.ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის კლინიკის ექიმთა ჯგუფი მოემსახურა.
აღნიშნული აქცია იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ხურციძის, ფონდ “იავნანას” ვიცე-პრეზიდენტის მელორ ტყეშელაშვილისა და ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის კლინიკის დირექტორის მერაბ კვიცარიძის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.
ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე დაესწრნენ. გამგებლის განცხადებით, უფასო სამედიცინო გამოკვლევები სხვადასხვა სოფელში მომავალშიც გაგრძელდება.