მამუკა არეშიძე: რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება საქართველოს ანექსიაა

ექსპერტი მამუკა არეშიძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ანექსიად აფასებს. მისი თქმით, ფედერაციის მიერ აფხაზეთთან ხელშეკრულების დადებით რუსეთმა საქართველოს ანექსიის გასაფორმებლად სერიოზული ნაბიჯი გადადა.
„რუსეთის ქმედება არის ანექსია. შეთანხმების გაფორმება ანექსიის გასაფორმებლად გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. არც ქართული მხარის და არც საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადება, რაც არ უნდა კატეგორიული იყოს, შედეგი არ ექნება“, – განაცხადა არეშიძემ ლეკომპანია „მაესტროს“ ეთერით.
მისივე თქმით, რუსეთისთვის დასავლეთის მიმართულებით საქართველოს ნებისმიერი აქტივობა წითელი ნაჭრის ტოლფასია.
„ნებისმიერ უარყოფით და ცუდ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ რუსეთისგან, რადგან ის მაქსიმალურად ცდილობს, შექმნილ ამორალურ სიტუაციაში მაქსიმალურად მეტი მოიპოვოს“, – აღნიშნავს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები