ლევან იზორია – დეფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის დაგეგმილი ხელშეკრულება არალეგიტიმურია

მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ე.წ. ხელშეკრულება არალეგიტიმურია, – აღნიშნული განცხადება შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ დე ფაქტო აფხაზეთსა და ღუსეთს შორის დაგეგმილ შეთანხმებაზე ხელმოწერაზე კომენტირებისას გააკეთა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ე.წ. ხელშეკრულება, რომლის გაფორმებაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის იგეგმება, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებულია. „ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია დააფიქსირა ამ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ყველა ე.წ. დოკუმენტი არის არალეგიტიმური. საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებული, ამიტომ ამ არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები