აჭარაში 5 ბალიანი შტორმია – ძლიერმა წვიმამ ბათუმი დატბორა

  აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 5-6 ბალიანი შტორმია. შტორმმა ბათუმის სანაპიროს ინფრასტრუქტურა დააზიანა. ზღვიდან გადმოსულმა წყლის ძლიერმა ნაკადმა მოგლიჯა ახალი ნარგავები, ხოლო ბულვარის სანაპიროზე განლაგებული სკამები დაამტვრია. ღელვის დროს ზღვიდან გადმოსულმა წყალმა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია დატბორა. როგორც „კვირას“ აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, სულხან ხაბაზმა განუცხადა, ძირითადად ზიანი სანაპირო ზოლს მიადგა და მოსახლეობის მხრიდან დახმარების შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში არ შესულა.
„ძირითადად ახალი ბულვარის ტერიტორია დაიტბორა. ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაობი მიმდინარეობს. მოსახლეობის მხრიდან დახმარების თხოვნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“, – განაცხადა ხაბაზმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები