სანდრა რულოვსი: კახა ბენდუქიძე საქართველოსთვის დიდი დანაკლისია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში იმყოფებოდა და გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის ოჯახს მიუსამძიმრა.
მისივე თქმით, კახა ბენდუქიძე საქართველოსთვის დიდი დანაკლისია.
“ბენდუქიძის გარდაცვალება დიდი დარტყმა იყო პირადად მიშასთვის, მთელი საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის, სადაც კახა ბენდუქიძე ცოდნით და გამოცდილებით ეხმარებოდა ხალხს. ჩვენ გვახსოვს კახა, როგორც ძალიან უნიკალური ადამიანი. პირდაპირი და ლიბერალური. საქართველოს დააკლდება ასეთი დიდი ადამიანი. მას უყვარდა სტუდენტები და პატარები. განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა ახალგაზრდებთან, იმიტომ, რომ ესმოდა მათი ლიბერალური აზროვნება და გონებაგახსნილი მიდგომა ეხმარება ქვეყანას. ძალიან დიდი დანაკლისია დღევანდელი საქართველოსთვის, რომელიც სამწუხაროდ ნელ-ნელა ქრება”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.