სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა

ლევან ჭურაძე სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის (2013 წლის 6 სექტემბერი, №1016-Iს) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს ლევან ჭურაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან”, – ნათქვამია პრემიერის ბრძანებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები