„სამინისტროებიდან გატანილი თუ ბიზნესმენებიდან ამოღებული თანხები „საერთოში“ ადეიშვილთან მიჰქონდათ“

  „სერგო თეთრაძე ფლობდა ინფორმაციას წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა კორუფციული გარიგებების შესახებ, რაც საბოლოოდ მგონია, რომ მისი წამების მიზეზი გახდა“, – აღნიშნული განცხადება „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ ზაალ კასრელიშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კასრელიშვილის განცხადებით, კორუფციული სქემები ე.წ. საერთოს ეხებოდა. ექსპერტის მტკიცებით, „საერთო“ იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს ებარა და ყველა ის თანხა, რაც, მისი თქმით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სამინისტროდან გაჰქონდათ, თუ ბიზნესმენებიდან იღებდნენ, ამ „საერთოში“ იყრიდა თავს.
„თეთრაძემ და რამდენიმე ოფიცერმა იცოდნენ იმ უკანონო გარიგებების შესახებ, რომელშიც თავდაცვის სამინისტრო და მისი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულები. თავდაცვის სამინისტროს კორუფციული სქემებიდან წილი „საერთოში“ ზურაბ ადეიშვილთან მიდიოდა. ეს არის მთლიანი კორუფციული ჯაჭვი. ამ „საერთოს“ ხელმძღვანელობდა ზურაბ ადეიშვილი და სამინისტროებიდან თუ ბიზნესმენებიდან ამოღებული თითოეული თეთრი მიდიოდა მასთან და ის ანაწილებდა იმისდა მიხედვით, თუ რა მიმართულების გაძლიერება უნდოდა მიხეილ სააკაშვილს,“- განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები