თამარ ბერუჩაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილ ვიცე-სპიკერს ღირსების ორდენი გადასცა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ღირსების ორდენი ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილ ვიცე-სპიკერს ლიბო როუჩეკს გადასცა.
ბერუჩაშვილმა ჩეხ პოლიტიკოსს საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო საერთაშორისო არენაზე საქართველოს ინტერესების მკაფიო წარმოჩენისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის გადასცა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ჩეხეთის ყოფილი ვიცე-სპიკერის პერსონალურ ძალისხმევას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში.
ყოფილი ვიცე-სპიკერის დაჯილდოვების ცერემონია ჩეხეთში, საქართველოს საელჩოში გაიმართა.
ღონისძიებას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.