ჩეხეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს გმობს
ჩეხეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს გმობს და მოსკოვს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგანგებო რეზოლუცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა გუშინ მიიღო.
დოკუმენტში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ოფიციალური პრაღა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მცდელობას ოკუპირებულ აფხაზეთთან ეგრეთ წოდებული მეკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმების შესახ.
რეზოლუციაში ასევე საუბარია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანმების დროული რატიფიცირების აუცილებლობაზე.
დოკუმენტი ჩეხეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს მიიღეს, რომლის ფარგლებშიც, თამარ ბერუჩაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.
მაღალი რანგის შეხვედრებზე ძირითადად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს.