ბეთანიაში ღირსი მამების საფლავები გახსნეს

ბეთანიაში, XII საუკუნის მონასტრის ეზოში, ღირსი მამების – გიორგი (იოანე) მხეიძისა და იოანე მაისურაძის საფლავები გახსნეს. მათი წმინდა ნაწილები ლუსკუმაში გადაასვენეს და ბეთანიის მონასტერში დააბრძანეს. მსურველებს მოლოცვა ორი დღის განმავლობაში შეეძლებათ, რის შემდეგაც მათ ტაძარში დაკრძალავენ.
ბეთანიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ელოდებიან. ილია მეორე, წმინდა სინოდთან ერთად, საგანგებო წირვას აღავლენს.
ღირსი მამა იოანე ათონის მთაზე 17 წელი მოღვაწეობდა. 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა ათონის მთა დაეტოვებინა და საქართველოში დაბრუნებულიყო. ღირსი მამა იოანე ბეთანიის მონასტერში დამკვიდრდა. 1924 წლიდან ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდა მამა გიორგი მხეიძეც. 50-იანი წლებიდან ღირსი მამები მამა გაბრიელის სულიერი მოძღვრები გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები