არსებული ინფორმაციით, კახეთში ვალების გამო მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

კახეთში, გურჯაანში 47 წლის ზურაბ ჭიჭიკაშვილი ახლობლებმა ჩამომხრჩვალი ნახეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ბოლო პერიოდში ვალები ჰქონდა და თვითმკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც შეიძლება გამხდარიყო.
ჭიჭიკაშვილი სახლიდან 19 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
ის წლების განმავლობაში გურჯაანის ბაზარში ხორცით ვაჭრობდა და ბოლო პერიოდში ხშირად იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები