ნიუ-ჯერსიში 2 ბავშვი დაცხრილეს

ამერიკულ შტატ ნიუ-ჯერსიში 2 ბავშვი დაცხრილეს. დაჭრილია კიდევ 1 ბავშვი და 1 ქალი. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ შტატის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ტაბერნაკლში სამართალდამცავებმა შეტყობინება ჰოლი პარკ დრაივზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სროლის შესახებ მიიღეს. ადგილზე მისულებს 2 დაღუპული ბავშვი და 2 დაჭრილი დახვდათ. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები