“შეიძლება, ვიღაცამ რაღაცა დონეზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამას არ სჭირდება ამხელა აჟიოტაჟი“

იმ ქმედებებს, რასაც პროკურატურა ჩვენი მისამართით ახორციელებს, პოლიტიკური სარჩული აქვს – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში გამგზავრების წინ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, შესაძლოა, რაიმე სახის გადაცდომას ადგილი მართლა ჰქონდა, თუმცა თავდაცვის ექსმინისტრი მიიჩნევს, რომ საქმის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გადაჭარბებულია.
“იმ ქმედებებს, რასაც პროკურატურა ჩვენი მისამართით ახორციელებს, პოლიტიკური სარჩული აქვს. ერთს, ორს თუ ათ საქმეს შეკერავენ, ეს მათი საქმეა. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს სიმართლეში და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როდესაც ღიად ჩატარდება და სააშკარაოზე გამოვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. არავინ უნდა გამორიცხოს რაიმე გადაცდომა. ეს დიდი ორგანიზაციაა და შეიძლება, ვიღაცას რაღაცა დონეზე შეცდომა ჰქონდეს დაშვებული, მაგრამ ამას არ სჭირდება ამხელა აჟიოტაჟი. ასეთი რამ ხდება ყველა ორგანიზაციაში და ამის პრევენცია სწორედ აუდიტის სამსახურის საქმეა”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები