თეთრაძის მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე ლევან ზაქრაძე მორიგ სკანდალში – სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი საკუთარ კაბინეტში ფარულ გადაღებებს აწარმოებდა (ვიდეო)

„კვირამ“ ფარული კამერით გადაღებული ვიდეომასალა ექსკლუზიურად მოიპოვა

  სკანდალური ვიდეოჩანაწერი, რომელიც  პორტალ „კვირას“ ხელში ჩაუვარდა,  სავარაუდოდ, 2008 წლით თარიღდება და ის სამხედრო პოლიციის იმჟამინდელი უფროსის, ლევან ზაქრაძის სამუშაო კაბინეტშია გაკეთებული.  მაშინ  თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.  ფარული კამერით გადაღებულ 30 -წუთიან ჩანაწერში („კვირა“ ვიდეომასალის  მხოლოდ ფრაგმენტს აქვეყნებს)   ვიცე-პოლკოვნიკ რევაზ სახვაძესთან ზაქრაძის საკმაოდ დაძაბული საუბარია აღბეჭდილი.  ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში  სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურის ყოფილი უფროსი,  სახვაძე დააკავეს.  ის 500 ათასი ლარის გაფლანგვაში დაადანაშაულეს, თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს. თუმცა,  სახვაძემ მხოლოდ 4 წელი მოიხადა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს.

ფოტო  რაც შეეხება ლევან ზაქრაძეს, ის  ფიგურირებს 2011 წელს სამხედრო პოლიციის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის – სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, სერგეი ჩაპლიგინის და გია გორელაშვილის საქმეში. ცნობილია, რომ  3 წლის წინ,  17 სექტემბერს თეთრაძის სახლში 12-მდე სამხედრო პოლიციელს შორის, რომლებმაც სახლი სასამართლოს დადგენილების  გარეშე გაჩხრიკეს,  ლევან ზაქრაძეც იმყოფებოდა.

 როგორც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული  ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი გორელაშვილი აცხადებდა,  სერგო თეთრაძე სწორედ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის,  ზაქრაძის კაბინეტში მისი თანდასწრებით და მონაწილეობით აწამეს, ემუქრებოდნენ და მისგან  არარსებული დანაშულის აღიარებას მოითხოვდნენ.  ამ ფაქტის ერთ-ერთი მონაწილე  კი მეგის ქარდავა იყო.

მოგვიანებით, ლევან ზაქრაძე სერგო თეთრაძის საქმეზე მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა.  ის ერთ-ერთი იმ პირთაგანი იყო, რომლის დასჯას თეთრაძის ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა.

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობაში ბაჩო ახალაიას,  მეგის ქარდავას და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში, ადანაშაულებდა.  ალასანია  ამბობდა, რომ ეს მისი ღირსების საქმე იყო და ყველაფერს გააკეთებდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დამნაშავე პირები სათანადოდ დაესაჯა.

გგგმინდა მივმართო სერგო თეთრაძის ოჯახს, მის შვილს, დათო თეთრაძეს, რომ მთელი ქართული საზოგადოება დღეს მათ გვერდით დგას. ჩვენ ვაძლევთ პირობას, რომ ამ საშინელი დანაშაულის არცერთი მონაწილე არ დარჩება დაუსჯელი და ყველა აგებს პასუხს ქართული მართლმსაჯულების წინაშე, – აცხადებდა ირაკლი ალასანია.

არჩევნების შემდეგ, უკვე მინისტრმა ალასანიამ თეთრაძის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ კადრების განკარგულებაში, მართლაც, გადაიყვანა  რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის – ლევან ზაქრაძე,  ლევან გაბუნია, ზაზა მჭედლიძე, გიორგი ხევსურიანი და სხვები, თუმცა  მოგვიანებით მათი ნაწილი თავდაცვის უწყებაში არამცთუ სამსახურებრივ პოზიციებზე დააბრუნა, დააწინაურა კიდეც.  ამ ფაქტს თავის დროზე თეთრაძის ოჯახის  დიდი პროტესტიც მოჰყვა. 

„თავის დროზე ირაკლი ალასანია ამბობდა, რომ თეთრაძის საქმე მისი ღირსების საქმე იყო. თუმცა, არ დასჯილან თავდაცვის სამინისტროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ საქმეში.  ახლა მინდა ვკითხო მას, – თუკი ეს მისი ღირსების საქმე იყო, რატომ დააწინაურა დამნაშავეები?“- აცხადებდნენ თეთრაძის ოჯახის წევრები.

როგორც „კვირას“ თეთრაძის ოჯახის ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ განუცხადა,  ლევან ზაქრაძე  ბრალდებულიც კი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი თავადვე აღიარებდა, რომ ნამდვილად მონაწილეობდა წამებაში.

„მისი დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი, ის იყო ერთ-ერთი უშუალო შემსრულებელი. ამ ყველაფრის  მიუხედავად, მის მიმართ გამოძიება არ დაწყებულა და საქმე არ აღძრულა.

downloadნამდვილად იყო საფუძველი, რომ  მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო, და არა მარტო მის მიმართ. ამ დანაშაულში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის გენერალური ინსპექციის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ზაზა მჭედლიძე, რომელიც ასევე ერთ-ერთი მონაწილე და ამ ყველაფრის ორგანიზატორია. მან დაგეგმა და მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ყველაფერი.

მოლოდინი გვქონდა, რომ ამ ადამიანებს პასუხს მოსთხოვდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მართალია ლევან ზაქრაძე დაითხოვეს უწყებიდან, მაგრამ მჭედლიძე და სხვა დანარჩენები უწყებაში დღემდე რჩებიან. სწორედ ეს იყო ალასანიასადმი მიმართვა, რომ ვითხოვდით ამ ადამიანების განთავისუფლებას“, – განაცხადა „კვირასთან“ კოტრიკაძემ.

რაც შეეხება ახალ სკანდალს, რაც ზაქრაძის სახელს და  ფარულ ჩანაწერს უკავშირდება, მისი არსებობის შესახებ  რევაზ სახვაძემ  პირველად „კვირასგან“  შეიტყო  და მოგვიანებით, სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსთან ჩანაწერში ასახული შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა.

„მათგან ყველაფერს მოველოდი, მაგრამ ამ ჩანაწერმა ძალიან დამაბნია! მისი არსებობის შესახებ  წარმოდგენაც არ მქონდა!   ჩანაწერი,  სავარაუდოდ, ნოემბრის თვეშია გაკეთებული, რადგან ჩემი დაკითხვები სწორედ ამ თვეში დაიწყო. მე არ ვიცი, რა მიზნით მწერდა ზაქრაძე, მაგრამ  შემიძლია დავადასტურო, რომ  ეს შეხვედრა მის კაბინეტში შედგა. სავარაუდოდ, ფარული გადაღება ჩემი  დისკრიმინაციის, ან პროვოკაციისთვის უნდოდათ“, – განაცხადა „კვირასთან“ სახვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ლევან ზაქრაძე დღეს თავდაცვის სამინისტროს უწყებაში აღარ მუშაობს. „კვირას“ ინფორმაციით, ის კერძო საადვოკატო საქმიანობით არის დაკავებული. „კვირამ“  სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსთან ინტერვიუს ჩაწერა სცადა, თუმცა ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:


fhიიი
არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. რაზეა საუბარი, არ ვიცი. რეზო სახვაძე მიეცა პასუხისგებაში თაღლითობისთვის ეს მახსოვს. მაგ საქმეს ახლაც გრიფი საიდუმლო ადევსამ თემასთან დაკავშირებით ვერნაირ კომენტარს ვერ გავაკეთ. მე რა და რა არ ვიცოდი,  ეგ ჩემი საქმეა. სახვაძე დააკავეს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი თაღლითობისთვის!  თუ მკითხავს კომპეტენტური ორგანო, გავცემ პასუხს. კარგად ბრძანდებოდეთ. აღარ დამირეკოთ, –  ასეთი იყო ზაქრაძის კომენტარი.

რაც შეეხება სახვაძეს,  რომელსაც სამხედრო პოლიციის უფროსი კაბინეტში ფარულად წერდა, მკითხველისთვის ვიდეოჩანაწერის შინაარსი უფრო გასაგები რომ იყოს,  მის  ისტორიას ცოტა უფრო შორიდან მოვყვებით. იმ პერიოდიდან,  როდესაც ვიცე-პოლკოვნიკი  მაღალ სამხედრო პოზიციაზე იმყოფებოდა.

რევაზ სახვაძემ „კვირასთან“  აგვისტოს ომის წინა პერიოდი გაიხსენა.  აღნიშნა, რომ  იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროში  არაჯანსაღი პროცესები  მიმდინარეობდა,  რისი უშუალო მოწმეც თავად გახდა. ეს, პირველ რიგში, იარაღის უკანონო შესყიდვებს, საეჭვო გარიგებებს და  უვარგისი სამხედრო ტექნიკის შეძენას უკავშირდება.

„ომის პერიოდში სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უფროსი ვიყავი.  ჩემს მოვალეობაში ბრძოლის დროს ჰაერიდან   სახმელეთო ძალების დაცვა შედიოდა.
მაშინ ხშირად მიწევდა კოლეგებთან ერთად მივლინებებით გამგზავრება უცხო ქვეყნებში, სადაც მათგან  ხშირად ისმოდა  კითხვა, რომ ჩვენ გვსურდა ტექნიკის შეძენა,  მაგრამ შეძენას ითხოვდნენ დაჩქარებულად.  ხშირად ძვირად ღირებული იარაღი ერთ, ან  ორ კვირაში უნდა შეგვეძინა.  ასე არსად, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება!  წესით ეს  ხანგრძლივი პროცესია და ერთ დღეში არავინ არავის არაფრით არ ამარაგებს.  ეს მოთხოვნები და კონკრეტული დადგენილებები მაძლევდა საშუალებას, მეფიქრა, რომ თავდაცვის სამინისტროში  ყველაფერი მთლად ისე დალაგებულად არ იყო, როგორც ჩანდა. ფარულად აქტიურობდნენ და ემზადებოდნენ რაღაცისთვის… დეტალები ჩემთვის უცნობი იყო.  მაშინ ამაზე ღიად  არავისთან მისაუბრია.

Pochkhuaმაგალითისთვის,  იმ პერიოდში, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის ზურაბ ფოჩხუას თაოსნობით (ამჟამად უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშე), “ოსას” ტიპის რაკეტები იყიდეს. თითოეულის ფასი ნახევარ მილიონს აღწევდა, მაგრამ 2008 წლის ომში “ოსამ” არ გაამართლა, ის მწყობრში ვერ ჩააყენეს. ზურაბ ფოჩხუა მაშინდელ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან იყო დაახლოებული. კულუარებში ყველამ იცოდა, რომ “ოსას” შესყიდვით სინამდვილეში ფულს ათეთრებდნენ.  ასეთი ბევრი  ინფორმაცია არსებობს, რაზეც დღეს უკვე ღიად საუბრობენ.

მე მახსოვს, თავდაცვის სამინისტრომ გაძლიერება ჯერ კიდევ  ირაკლი ოქრუაშვილის დროს დაიწყო.   ვფიქრობდი, რომ  არსებული მძიმე  სამხედრო-ტექნიკური მდგომარეობის ფონზე, ომში ჩვენ საკმაოდ დაუცველები აღმოვჩნდებოდით.   ჩემთვის სრულიად გასაგები იყო, რომ რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე,  ჩვენ ისეთ იარაღს და ტექნიკას  არავინ მოგვყიდიდა, რომ  სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ვინმესთვის  სერიოზული წინააღმდეგობა გაგვეწია. ამიტომ,  ყოველთვის ვიყავი იმის მომხრე, რომ ადგილობრივი რესურსით მაქსიმალური სარგებელი გამოგვეძებნა და უკვე არსებულის შენარჩუნებასა და გადარჩენაზე გვეფიქრა.

სწორედ  ამ წინადადებით მაშინ გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს  ზაზა გოგავას მივმართე.  ჩემი წინადადება მისთვის მისაღები აღმოჩნდა. შესაბამისად,    ჩვენი თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად სპეციალური ჯგუფი შეიქმნა.  ამ ჯგუფს სათავეში არაჩვეულებრივი ინჟინერი,  აწ გარდაცვლილი გივი ზურაბიშვილი ჩაუდგა.  ის საქმის პროფესიონალი, რაკეტების და შეიარაღების სპეციალისტი იყო.

ერთობლივი მუშაობით  მივაღწიეთ იმას, რომ არარსებული სისტემებიდან და ტექნიკიდან  სერიოზული საბრძოლო მარაგი შევქმენით. საუბარი იყო გადასატან საზენიტო – სარაკეტო სისტემებზე, რომლის შეკეთებაც დავიწყეთ“, – იხსენებს სახვაძე.  ის ამბობს, რომ  იმ პერიოდში დაახლოებით 150 რაკეტისგან 80 ახალი რაკეტა ააწყვეს.

ვიცე-პოლკოვნიკი აცხადებს, რომ მის სახელს კიდევ ერთი გამოგონება უკავშირდება.  ეს იყო კვადროციკლი, რაზეც  მაგრდებოდა  “სტრელა-2 მ”, “იგლა” ან “გრომის” ტიპის გადასატანი სარაკეტო კომპლექსები.

2ca028f81c325123947fd70d0b91e0d9„რაკი მე მევალებოდა სახმელეთო ძალების დაცვა ჰაერიდან,  მე ამას ვასრულებდი ყველა იმ მეთოდით, რომელსაც ვთვლიდი საჭიროდ. კვადროციკლი იყო ერთ-ერთი ასეთი ელემენტი.  ფაქტობრივად, ეს არის კუსტარული აპარატი, რომელიც თავისი შესაძლებლობებით უნიკალურია.  თითო კვადროციკლზე მაგრდებოდა ორი “სტრელა-2მ”, “იგლა” ან “გრომის” ტიპის გადასატანი სარაკეტო კომპლექსი. კვადროციკლს მძღოლი მართავდა, უკან კი მსროლელი იჯდა. სავარაუდოდ, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კვადროციკლები ამ ფორმით გამოიყენა“, – აცხადებს სახვაძე.

  ვიცე-პოლკოვნიკი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის დროს  სწორედ ამ კვადროციკლების დამსახურებით,  მისმა დივიზიონმა რამდენიმე რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლო.

„ომი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო.  7 აგვისტოს,  ჯერ ის გამოცხადებული არ იყო, როდესაც დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი დანაყოფებით და მთელი შეიარაღებით კონფლიქტის რეგიონში უნდა გავმგზავრებულიყავი. გადავაადგილდით.  ბრძანების შესაბამისად,  ჩვენი  საზენიტო საშუალებები ქუთაისის ცალკეული საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონის ნაწილის ტერიტორიაზე  გადავანაწილეთ.

ერთი საინტერესო დეტალი, – ომამდე რამდენიმე ხნით ადრე მალთაყვაში სასწავლო-საბრძოლო სროლები ჩატარდა, სადაც თავმოყრილი იყო ყველა ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უკრაინიდან ჩამოიტანეს.  რაღაც ტექნიკა სხვა ქვეყნებიდანაც იყო ჩამოტანილი. მე სროლებს არ დამასწრეს.  როგორც მოგვიანებით გავიგე, იქ  მინისტრი და ყველა ატაშე იყო წარმოდგენილი. შემდეგ  შევიტყვე, სწორედ აქ აღმოჩნდა, რომ  წარმოდგენილმა  ვერც ერთმა უკრაინულმა ტექნიკამ ვერ ისროლა, ვერ გაამართლა, ვერ შეასრულა ის ამოცანა, რომელიც უნდა შეესრულებინა. ანუ,  ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ ჩემი ვარაუდი  100%-ით მართლდებოდა. მივხვდი, რომ ჩვენ განწირულები ვიყავით.

 641331150ef3d2c5a1eca14dd393e6ecსრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2008 წლის ომში, როცა საჰაერო შეტევები დაიწყო, რუსული მოიერიშეების ჩამოგდება ჩემი შეკეთებული რაკეტებისა და იმ მოწყობილობის დამსახურებაა.

სახვაძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს  უკრაინაში შეძენილმა „ბუკებმა“  მხოლოდ 2 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს,  თუმცა   ომის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ  წაგებული ომის ჯილდოების გაცემა დაიწყო,  გაირკვა, რომ სახვაძის  დივიზიონის ნაცვლად, რუსული საფრენი აპარატების ჩამოგდებისთვის მხოლოდ  „ბუკების“, „ასების“ პირადი შემადგენლობა დააჯილდოვეს.

„ომის შემდგომ პრეზიდენტმა სამხედრო საქმეში შეტანილი წვლილისთვის ხალხის დაჯილდოება დაიწყო. სპეციალური კომისიაც შეიქმნა, რომელიც სამხედრო მიღწევებს თუ მარცხს აანალიზებდა.  მე ჩემს უშუალო ხელმძღვანელს გადავურეკე, შევუთანხმე საკითხი და მან მითხრა, არ არის საჭირო შენი იქ მისვლა  და ნუ წახვალო.  ჩემდა გასაოცრად,  გამაფრთხილეს,  არსად არ გამეთქვა, რომ ჩვენ თვითმფრინავები დავაზიანეთ, ან ჩამოვაგდეთ. იმიტომ, რომ  როგორც  განმიმარტეს,  პრეზიდენტისთვის და კეზერაშვილისთვის მოხსენებული ჰქონდათ, რომ საჰაერო მიზნები  უკრაინაში შეძენილი საბრძოლო ტექნიკით დააზიანეს და ჩამოყარეს. საუბარია „ასაზე“, „ბუკზე“.  არადა, ის აბსოლუტურად გამოუსადეგარი, ბრძოლისუუნარო ტექნიკა იყო.  ომში სულ  12 თვითმფრინავი ჩამოვარდა. თუ ავიღებთ ერთი თვითმფრინავის ღირებულებას, ის   7 მილიონ დოლარს შეადგენს.  ეს სოლიდური თანხაა! მარტო თვითმფრინავზეც არაა საუბარი –  მას აქვს რაკეტები, საბორტო სისტემები, რომლებიც ცალ-ცალკე ფასი ღირს.

იიიიიიიიიიითავდაცვის სამინისტროში  მაინც მივედი.  მახსოვს, ოთახში დამხვდა  მინისტრის მაშინდელი მოადგილე  მამუკა მუჯირი.  პირადად ის კურირებდა შესყიდვებსაც და ამ დაჯილდოებების საკითხსაც ის  აგვარებდა.  მან პირდაპირ განმიმარტა ეს სიტყვები, რაზეც მე თავი ვერ შევიკავე და აღვშფოდი. დაძაბული საუბარი გვაქონდა…   რა თქმა უნდა, შევეკამათე და წარმოვადგინე დოკუმენტაცია, რომ სწორედ ჩემმა დივიზიონმა ჩამოაგდო ეს საფრენი აპარატები, ანუ, შეიქმნა სიტუაცია, როდესაც სახელმწიფო მეთაური  უტიფრად ატყუებდა საქართველოს მოქალაქეებს და უმტკიცებდა მათ, რომ დაჟანგულმა, რესურსგავლილმა „ბუკებმა“ ჩამოაგდეს ეს საფრენი აპარატები!“ , – იხსენებს სახვაძე „კვირასთან“ ინტერვიუში.

მისი განცხადებით,  ომის შემდეგ ქუთაისის ცალკეული საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონი მთლიანად დაშალეს.  ის ომიდან ერთი წლის თავზე, 2009 წლის სექტემბერში,  თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილებით გაუქმდა. ოფიციალურ მიზეზად უდისციპლინობა დასახელდა. ამ თემაზე სტატია „კვირამ“ რამდენიმე თვის წინ მოამზადა, დივიზიონის ყოფილი წევრები აცხადებდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოს დღეებში მათ დიდი რისკის ფასად ბრძოლის ველიდან პირადი შემადგენლობა და საბრძოლო ტექნიკა უდანაკლისოდ გამოიყვანეს,  რუსული საფრენი აპარატები ჩამოაგდეს,  ახალაიამ კი მათ თავდადებას დივიზიონის დაშლით უპასუხა.

რაც შეეხება სახვაძის დაკავების ეპიზოდს, მოგვიანებით ის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს. მას 15 წელი მიუსაჯეს. ბრალდებაში აღნიშნული იყო, რომ მისი გამოგონილი მოწყობილობა არ შეესაბამებოდა კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებსა და ფუნქციებს, რომ მან ფული გაათეთრა. რა ფუნქციებზე ან შეუსაბამობაზე იყო ლაპარაკი, ცნობილი არ არის, რადგან საქმეს გრიფი ადევს.

ოიუ„მითხრეს, რომ მე  არ შემეძლო საზენიტო რაკეტით ჩამომეგდო თვითმფრინავი. მედავებოდნენ რაკეტების აღდგენის დროს ფულის გათეთრებას. მე – 500 ათასი ლარის გაფლანგვას  და ამდენივეს  გივი ზურაბიშვილს! მომისაჯეს 15 წელი, 4  წელიწადნახევარში ციხიდან  ამნისტიის შედეგად გამოვედი. ახლა მე ნასამართლეობა ფაქტობრივად მომეხსნა“, –  ყვება ვიცე-პოლკოვნიკი.

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რომელიც „კვირამ“ მოიპოვა, სახვაძე აცხადებს, რომ  ამ  ჩანაწერში მან სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსთან პირდაპირ ამხილა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომლებმაც ომის შედეგების „გაყალბებაში“ მონაწილეობა მიიღეს.

„დიახ, ზაქრაძესთან დაძაბული საუბარი მიდიოდა, იმიტომ რომ თავის დროზე სამხედრო მაღალჩინოსნები – მამუკა მუჯირი, ზურაბ ფოჩხუა, დავით ნაირაშვილი ვამხილე. მან დაჯილდოების ერთ-ერთ მომენტში განმიცხადა, რომ შენს ბიჭებს არაფერი არ ჩამოუგდიათ, არც გაუნადგურებიათ, არც დაუზიანებათ, ასე, რომ ეს ყველაფერი საჰაერო ძალების მაშინდელმა სარდალმა ზურაბ ფოჩხუამ გააკეთა და შენ არაფერი არ თქვა და ხმა არ ამოიღოო. პირდაპირ ასე მითხრა,  რაზეც მე აღვშფოთდი, ავყვირდი, რადგან მივხვდი, რომ აქ სხვა თემა იყო, იმიტომ, რომ, ძირითადად, ეს ეხებოდა იმ დაზიანებული და უვარგისი „ბუკების“, „ასების“, „კარჩუგის“ „გაპრავების“ თემას.

პოლიციის დეპარტამენტში თუ ფარულ ჩანაწერებს აწარმოებდნენ, მე არ მეგონა. ეს პირდაპირ მიუთითებს და მიანიშნებს იმაზე, რომ სამართალდაღვევასთან გვაქვს საქმე.  ეს სერიოზული კანონდარღვევაა“, – აღნიშნავს რევაზ სახვაძე.

 ჩვენთვის უცნობია, დაინტერესდება თუ არა პროკურატურა  ფარული ჩანაწერის და სახვაძის საქმის შესწავლით, თუმცა, „კვირას“ ინფორმაციით, სახვაძესთან ფარულად  ჩაწერილი საუბარი ერთადერთი არ არის, რაც იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა.
სავარაუდოდ,  ამ ფაქტების შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს ძველი, თუმცა დღემდე  მოქმედი სამხედრო მაღალჩინოსნებიც უნდა ფლობდნენ. მათ შორის ბრიტანეთში საქართველოს სამხედრო ატაშე,  გენერალი დავით ნაირაშვილი,  რომელიც  თავის დროზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიმ დანიშნა და სამინისტროში კარიერას  ალასანიას პერიოდშიც წარმატებულად  აგრძელებდა,  ასევე საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ზურაბ ფოჩხუა, რომელიც დღეს ასევე  სამხედრო ატაშეა  უკრაინაში  და შესყიდვების სამსახურის  ყოფილი უფროსი მამუკა მუჯირი, რომლის სახელსაც ხშირად იარაღის უკანონო შესყიდვებს და საეჭვო გარიგებებს უკავშირებენ. 

 შესაბამისი უწყებები ალბათ იმითაც  უნდა დაინტერესდნენ, რატომ არ შეასრულა თეთრაძის საქმეზე წინასაარჩევნო  დანაპირები  ირაკლი ალასანიამ,  რატომ არ გამოაქვეყნა ამ დრომდე ომის გამოძიების მასალები, რატომ არ დაითხოვა კორუფციაში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნები, რატომ განაგრძობდა მათთან ერთად ახალი, დიდი კონტრაქტის  მომზადებას?

ეს ის თემებია, რაზეც „კვირა“ მუშაობას აქტიურად აგრძელებს და მორიგ საინტერესო მასალებს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

ქეთევან ხოსიტაშვილი
ნიცა ბუხნიკაშვილი

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=c6UPDYEnzZ8&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები