მიხეილ სააკაშვილი ევროპას რუსეთის ახალი თავდასხმის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელი ქმედებები უკრაინაში რუსეთის ახალი თავდასხმის მზადებაზე მიუთითებს.
„პუტინმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც აჩვენებს, რომ უკრაინაში ახალი თავდასხმისთვის ემზადება. მან, ერთი მხრივ, გააფორმა გაზის ხელშეკრულება უკრაინასთან და ამით უთხრა ევროპელებს: – არ ინერვიულოთ, რაც უნდა გავაკეთო უკრაინაში, თქვენს გაზს მიიღებთ. მეორე მხრივ, მისი თვითმფრინავები ატლანტიკის ოკეანის თავზე ფრენენ. ამით კი ეუბნება, რომ თუ რამეა, დაგბომბავთ ბირთვული იარაღით. ასე რომ, ის ემზადება თავდასხმისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურად. მაგალითად, აფხაზეთის გამყოფი ხაზიდან რუსეთმა ტანკები უკრაინაში გადაიყვანა. დღეს ევროპელებს ესმით, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ევროპის უდიდეს ქვეყანას, უკრაინას, ეს ეხება აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის გადარჩენას და მთლიანად ევროპის მომავალს. თუ პუტინი აქ გაიმარჯვებს, ყველა ნახავს, რაც მოხდება. მით უმეტეს, ის ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები