გივი თარგამაძემ ნდობის ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ ნდობის ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
“მე არ ვთვლი შესაძლებლად დღევანდელ შეხვედრაში ჩემს მონაწილეობას. ჩვენ შევთანხმდით შემდეგი მუშაობის პრინციპებზე, თუ ეს პრინციპები იქნება დაცული, მაშინ ნდობის ჯგუფი შედგება და ბუნებრივია, მე, გავაგრძელებ მუშაობას, სხვა შემთხვევაში კი, ნდობის ჯგუფის მუშაობას, აზრი არ ექნება. მაშინ მე მოვითხოვ, გადამიყვანონ იმ მთავარ ნდობის ჯგუფში, საიდანაც იღებს ინფორმაციებს, ბიძინა ივანიშვილი. აი, იქ ვიმუშავებდი უფრო პროდუქტიულად”, – განუცხადა შეხვედრიდან გამოსულმა თარგამაძემ ჟურნალისტებს.
ნდობის ჯგუფის სხდომა პარლამენტში 15:00 სააათზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები