პარლამენტში აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნებს განიხილავენ

საკანონმდებლო ორგანოში ნდობის ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსური ანგარიშების შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნებს განიხილავენ.
დღესვე თავდაცვის სამინისტროსა და “სილქნეტს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნდობის ჯგუფის კიდევ ერთი სხდომა ჩატარდება დეკემბერში. მისივე თქმით, სექტემბრის ბოლოს ყველა უწყებას მიმართა და საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებული მასალები გამოითხოვა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით კი, მასალები თავდაცვის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ შესყიდვებს შეეხება. გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განმარტებით, კითხვები არსებობს, როგორც ბაჩო ახალაიასა და დიმიტრი შაშკინის, ისე ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ე.წ. კაბელების და სამხედროების კვების საქმეებს არ უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები